მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რესპუბლიკურ საავადმყოფოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრები განახლდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრები განახლდა

დილით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქეების აცრა ვერ მოხერხდა.

მინისტრის თქმით, იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გადააზღვიონ მსგავსი პრობლემები, რომლებიც რუსთავშიც დაფიქსირდა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში ეს პირველი შემთხვევა იყო. მე პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაციაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია, თუმცა მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი არის აღმოფხვრილი. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებში განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება, გადავაზღვიოთ მსგავსი პრობლემები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ვაქცინების შესყიდვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„შესაბამიაად, ეტაპობრივად ჩვენთვის გახდება ცნობილი თარიღები, რომელსაც საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ, რომელ კონკრეტულ რიცხვებში მივიღებთ ვაქცინების ფართო ასორტიმენტს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს.

გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს გარკვეული შეფერხებები. თუმცა, გამყრელიძემ განმარტა, რომ რეგიონებიდან გარკვეული ნამატი დოზები ჩამოიტანეს და ყველა შეძლებს მეორე დოზის გაკეთებას.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბენეფიციართა ნაწილს წინასწარ აცნობეს შეფერხების შესახებ და ისინი არ გამოცხადებულან ადგილზე, ხოლო მათ, ვინც გამოცხადდა, ორი საათი მოუწია ლოდიმი, ახლა ვაქცინაცია უკვე განახლდა, რის შესახებაც ყველა ბენეფიციარს ეცნობება და ისინი შეძლებენ ვაქცინაციაზე გამოცხადებას.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …