საქართველოში აცრილი მოსახლეობის წილმა 6%-ს გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებით, სულ აცრილია 234410 მოქალაქე, გუშინ 922 ადამიანი აიცრა.
სრულად, ორი დოზით 82 189 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოსახლეობის 2,2%-ია.
რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ დღიურ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ამ მაჩვენებელმა 260 შეადგინა (დადებითობის მაჩვენებელი 2,35%).
ბოლო დღე-ღამეში 15 ადამიანი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2819 ინფიცირებული იმყოფება.