გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ინდიკატორები საგრძნობლად გაუარესდა – ინფექცია 1092 ადამიანს დაუდასტურდა, რაც, ტრადიციული შეფასებით, “ორშაბათის ეფექტით” აიხსნება, როდესაც ადამიანებმა, რომლებსაც ტესტირება შაბათ-კვირას უნდა ჩაეტარებინათ და ეს პროცესი გადადეს საკუთარი სურვილით ან ტესტირების ობიექტების ნაწილში უქმე დღეების გამო, ტესტი ორშაბათს გაიკეთეს. ეს სტატისტიკა კი სამშაბათს აისახა. თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებლის გარდა, გაზრდილია დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გუშინ 2,98%-ს შეადგენდა, დღეს კი 3,67%-მზე გაიზარდა. 7 დღის და 14 დღის დადებითობის მონაცემი კი შესაბამისად 2,33% და 2,6%-ია.
წინა დღესთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელიც – კოვიდ 19-ს ბოლო 24 საათში 23 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება იმუნიზაციას, ბოლო ერთ დღეში 4596 ადამიანი აიცრა, ჯამში კი აცრილია 212163 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის 3059 პაციენტი იმყოფება.