მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ფინანსთა მინისტრი: პანდემია საქართველოს ბიუჯეტს 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა

ფინანსთა მინისტრი: პანდემია საქართველოს ბიუჯეტს 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ბიუჯეტზე კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე ისაუბრა.

„ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები“, – განმარტა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოციალური პროგრამების შემუშავება იყო.

„გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა – 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ – 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, პანდემიის პერიოდში საქართველომ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …