მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ხალხმრავალი ქორწილების გადახდის აკრძალვა არ მოხსნილა – ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას განმარტავს

ხალხმრავალი ქორწილების გადახდის აკრძალვა არ მოხსნილა – ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას განმარტავს

შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა.

შრომის ინსპექციი სამსახურში განმარტავენ, რომ საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული  ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების – ქორწინების საზეიმო ცერემონიის ნებართვასთან გააიგივა. შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას.

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედიო შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და
მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები,” – ნათქვამია შრომის  ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რეგულაციების დიდი ნაწილის მოხსნის შემდეგ, ძალაში რჩება ორი ძირითადი შეზღუდვა – სოციალური ღონისძიების და 23:00 საათიდან 04:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …