მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 3 მაისის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მინიმალური დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

3 მაისის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მინიმალური დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები გაუმჯობესდა – კორონავირუსი  705 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 2,12%-ია. დადებითობის მაჩვენებელი  7 დღეში 2,59%-ია, 14 დღიან მონაკვეთში კი 2,75%.

დადებითი ტენდენციაა გარდაცვალების მაჩვენებლის კუთხით – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 3 მაისის შემდეგ ლეტალობის მინიმალური დღიური მონაცემია.

რაც შეეხება აცრებს, გუშინ 6184 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია 191001 ადამიანი (მთელი მოსახლეობის 5,2%).

გრძელდება სტაციონარში მოთავსებული ინფიცირებულების რაოდენობის კლება – ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 3230 კოვიდპაციენტი მკურნალობს. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …