ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 779 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, დღიური მაჩვენებელი ისევ 1000-ს ქვემოთაა, რაც ბოლო დღეების დადებითი ტენდენციაა.
თუმცა გუშინდელთან შედარებით მოიმატა გარდაცვალების მაჩვენებელმა – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,9%.
გუშინ აიცრა 6317 ადამიანი, აცრილთა ჯამური რაოდენობა 161947-ია.