მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი პორტალი ამოქმედდა

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი პორტალი ამოქმედდა

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი პორტალი ამოქმედდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საიტზე vaccines.ncdc.ge  შესაძლებელია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესსა და ვაქცინებზე სანდო და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება.

რომელი ვაქცინებია ხელმისაწვდომი?

როდის შემიძლია ავიცრა?

როგორ დავრეგისტრირდე ვაქცინაციისთვის?

რომელი ვაქცინით ავიცრა?

რა გვერდით მოვლენებს ველოდო აცრის შემდეგომ?

ალერგიული ვარ, მაინც ავიცრა?

ვებგვერდზე ამ და სხვა კითხვებზე უახლესი პასუხებია თავმოყრილი.

საიტზე ასევე განთავსებულია ვაქცინაციის პროცესის შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი – რამდენი ადამიანია აცრილი რეგიონების მიხედვით, როგორია ვაქცინაციაზე მოთხოვნა ასაკობრივ ჯგუფებში და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრო კი Covid-19-თან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი საიტის ამოქმედებას აანონსებს. დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. უწყებაში ამბობენ, რომ ეს  იქნება სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …