საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 833 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გაკეთებული ტესტების 2,95%-ია. დადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 2,91%-ია, ბოლო 14 დღის 3,16%.
გარდაიცვალა 19 ადამიანი, შედეგად, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ჯამურმა რიცხვმა 4853-ს მიაღწია.
გუშინ დღიურად აცრილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 6158 შეადგინა. ჯამში ქვეყანაში 155538 პირია ვაქცინირებული.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3490 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი – 639.