საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის (www.healthdata.org) მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ამ მომენტისთვის 62%-ს შეადგენს, წინა კვირაში კი 76% იყო.
შემცირება იმ ფონზე ფიქსირდება, როდესაც იმუნიზაციის მაჩვენებელი ისევ დაბალია (ერთჯერადად აცრილია მოსახლეობის 4%, ორჯერადად აცრილდთა რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის 1%-საც ვერ აღწევს). საქართველოს მთავრობის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.
ამას ემატება ქვეყანაში კოვიდ 19-ის ახალი შტამების – ე.წ. ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების შემთხვევების დადასტურება, რომელთა მიმართაც, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ქვეყანაში არსებული ვაქცინები ეფექტიანია, თუმცა მათი მოქმედების ეფექტიანობა უფრო დაბალია, ვიდრე “ორიგინალი” კორონავირუსის მიმართ. ასეთ ვითარებაში კი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები პირბადის ტარებას, ისევე როგორც დისტანციის დაცვას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
იხილეთ ასევე
ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს
ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …