საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა – ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 1056 ადამიანი. გაიზარდა დაღუპულ პაციენტთა რაოდენობაც – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 28 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო 7 დღის – 3,22%
სულ აცრილია 130037, დღიურად – 4445
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3937 ადამიანია, კლინიკურ სასტუმროში კი 675.