მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ორ კვირაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2400-ით შემცირდა

ორ კვირაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2400-ით შემცირდა

ჰოსპიტალურ სექტორზე კოვიდინფიცირებული პაციენტების მხრიდან დატვირთვა მცირდება. ამის მიუხედავად,  მსხვილ კოვიდცენტრებში აცხადებენ, რომ მათთან ისევ ადგილების ნაკლებობაა და პაციენტების მიმართვიანობა ისევ მაღალია.

ერთი თვის წინ, 24 აპრილს საქართველოში ინფიცირების 14 003 მიმდინარე აქტიური შემთხვევა იყო, კლინიკებში კი 3 566 ადამიანი მკურნალობდა.

10 მაისს, ანუ ზუსტად ორი კვირის წინ, აქტიური შემთხვევების მაჩვენებელი 15709–მდე, ხოლო ჰოსპიტლებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა 4481  -მდე იყო გაზრდილი. ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად ეს მაჩვენებელი შემცირდა და დღეის მდგომარეობით აქტიური შემთხვევა 13340-ია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა, ორი კვირის წინანდელ მონაცემთან შედარებით, 320-ით,  – 4161-მდეა შემცირებული. ამის მიუხედავად, როგორც Jandacva.ge-ს საუნივერსიტეტო და ბოჭორიშვილის კლინიკებში განუცხადეთ, მათთან კოვიდგანყოფილებები ისევ გადატვირთულია და სანამ ეპიდვითარება მკვეთრად არ გაუმჯობესდება, მათთან პაციენტთა მიმართვიანობა ისევ მაღალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,04%-ია, ბოლო 14 დღის – 3,99%, ბოლო 7 დღის კი  4,19%.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …