საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა სტაბილიზდება, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება ვერ ხერხდება. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 1064 შემთხვევა და დასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. შედეგად, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ 4569 შეადგინა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 4,16%, ბოლო 14 დღის – 4,26%, ბოლო 7 დღის – 4,13%
სულ აცრილია – 105500, დღიურად – 3613 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4261 ინფიცირებული იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში კი 705.