საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური სტატისტიკა სტაბილურდება. ბოლო 24 საათში 1160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურ ჭრილში მან 4,11% შეადგინა, 7-დღიან მონაკვეთში 3,81%, 14-დღიან პერიოდში კი 4,58%.
დღიურად აცრილია – 3819 ადამიანი, ჯამურად აცრილთა რაოდენობა 97153-ს შეადგენს.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4243 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში 669.