გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, Covid 19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 4469 შეადგინა.
დადასტურდა 504 შემთხვევა, რაც ჩატარებული ტესტების 4,32%-ია.
დადებითობის მაჩვენებელი 7-დღიან მონაკვეთში 3,84%, ხოლო 14-დღიან შუალედში 4,9%-ია.
რაც შეეხება იმუნიზაციის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში 738 ადამიანი აიცრა, სულ ქვეყანაში აცრილია 89260 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4395 პირი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში 657.