ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების მსურველთათვის Booking.moh.gov.ge-ზე შექმნილი შეფერხება არასასიამოვნო იყო, თუმცა ჯანდაცვის სეტქორის პრობლემაზე არ მიუთითებდა.
ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისი თქმით, შეფერხება არასასიამოვნო იყო, თუმცა ჯანდაცვის სექტორის პრობლემაზე არ მიუთითებდა.
„გუშინ საღამოს 8 საათზე გამოცხადდა, რომ AstraZeneca-ზე ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია. ამას მოჰყვა დარეგისტრირების მსურველების რაოდენობის გაზრდა. შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამთენიისას, 03:30-ისთვის გამოსწორდა. რა თქმა უნდა, ასეთ ხარვეზი არ არის კარგი, მაგრამ ის ტექნიკური ხარვეზია, რომელიც ფაქტობრივად ნახევარი ღამის განმავლობაში გასწორდა. ასე რომ, მოსახლეობას ამით რამე პრობლემა არ შექმნია. უფრო დაძაბულობა შეიქმნა, ვიდრე რეალური ჯანდაცვითი პრობლემა“,- განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ აცრის დაჯავშნის საიტზე “სინოფარმის” მეორე დოზასა და “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე 45 წელს გადაცილებული პირებისთვის რეგისტაცია გუშინ, 20:00 საათზე დაიწყო, თუმცა ხარვეზების გამო მოქალაქეებმა დარეგისტრირება მხოლოდ დილის საათებში შეძლეს. საიტზე ამ დრომდე პრობლემებია.
შექმნილი მდგომარეობის გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ხარვეზის გამოსწორებისთვის ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური აქტიურად მუშაობს.