კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა – გასულ დღე-ღამეში 776 შემთხვევა დადასტურდა. მართალია, 12 მაისს უქმე დღე იყო, თუმცა ჩატარებული ტესტების რაოდენობამ თითქმის 32 ათასს მიაღწია, რაც სამუშაო დღეებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. შესაბამისად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი დაკლებულია და 2,43%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის მონაკვეთში ეს მონაცემი 5,56%, ბოლო 7 დღეში კი 4,79%-ია.
შემცირდა, თუმცა მაინც მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით 16 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ბოლო 24 საათში 4056 ადამიანი აიცრა, ჯამში 77343 პირია აცრილი, რაც მოსახლეობის 2%-ზე მეტს შეადგენს.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4278 კოვიდინფიცირებული იმყოფება.