გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1409 შემთხვევა დაფიქსირდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო 7 დღის – 5,48%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება აცრებს, გასულ დღე-ღამეში 4433 პირი აიცრა, ჯამში ვაქცინა 71570 მოქალაქეს აქვს გაკეთებული.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4231 კოვიდინფიცირებული იმყოფება.