მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები 13 მაისიდან მოიხსნება.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ მუშაობდა.

13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიც.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …