საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ისევ გაიზარდა – ბოლო 24 საათში ინფექციის გართულების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
ამავე პერიოდში დადასტურდა 549 შემთხვევა, რომელიც 9535 ტესტს შორის გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 5,76% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 6,03%-ია, 7 დღეში კი 6,48%.
გუშინ 1089 ადამიანი აიცრა, შედეგად ჯამში ქვეყანაში 62447 აცრილია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4481 პირი იმყოფება.