ბოლო 24 საათში საქართველოში ეპიემიოლოგიური ვითარება შედარებით გაუმჯობესდა – ინფიცირება 1547 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 1131.
წინა დღეებთან შედარებით, მცირედით იკლო გარდაცვალების მაჩვენებელმა და 18 შეადგინა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 6,06% (წინა დღეებში ეს მაჩვენებელი 8%-ს აჭარბებდა), ბოლო 14 დღის – 5,66%, ბოლო 7 დღის – 6,76%.
სულ აცრილია – 54687, დღიურად აცრილია – 3089
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4354 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში 759.