მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინირებული მოქალაქეები პრივილეგიებით ზაფხულიდან ისარგებლებენ

ვაქცინირებული მოქალაქეები პრივილეგიებით ზაფხულიდან ისარგებლებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებული ადამიანებს შეზღუდვების მოხსნა ივლისიდან შეეხებათ, მაშინ როცა ვაქცინაციით მოსახლეობის შედარებით ფართო ფენა იქნება მოცული.

“ეს შესაძლებელი იქნება ალბათ უფრო ივლისისკენ, როდესაც უფრო ფართო მოცვაზე გადავალთ. არავის უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაც სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინა და დისკრიმინირებულია იმის გამო, რომ შეღავათს ვერ მიიღებს. შესაბამისად, როდესაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება, მაშნ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ეპიდემიის დამარცხების მთავარი იარაღი ვაქცინაციაა. ამის წასახალისებლად კი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება.

“პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული სტიმულები ექნებათ, როგორიცაა მაგალითად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. თუმცა, კონკრეტული პაკეტი ჯერ მზად არ არის, პროცესშია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია ასევე ბიზნესის წახალისებაზე, რათა მათ ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო შექმნან.

“მთავარი აცქენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო, რესტორანი დაკომპლექტებულია ვაქცინირებული პირებით და იქ არის ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. მას შეიძლება ეპიდემიურად უსაფრთხოს სერთიფიკატი ან რაიმე თვალსაჩინო ნიშანი მიენიჭოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …