ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1476 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა 5,29% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 4,7%, ბოლო 7 დღეში 4,85%-ია.
ოდნავ შემცირდა, თუმცა კვლავ 10-ს ზემოთა გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 15 პაციენტი დაიღუპა.
აიცრა 1729 პირი და ვაქცინირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 45338 პირი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის 1,2 პროცენტია.
იზრდება იმ ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებსაც კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება – მათი რიცხვი 3873-ია.
კლინიკურ სასტუმროში 749 ადამიანი იმყოფება.