ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების მაჩვენებელმა კი 1433 შეადგინა, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი 4,94%-ია, 7-დღიან მონაკვეთში 4,72%, ხოლო 14 დღიან პერიოდში – 4,54%.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1160 ადამიანი.
რაც შეეხება დღიურად აცრილთა რაოდენობას, ეს მაჩვენებელი ისევ გაიზარდა და 1767 შეადგინა. შედეგად, ქვეყანაში ჯამში 43568 პირია აცრილი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3765 პირი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი 718.