მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 1578 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი ერთ დღეში – ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა უარესდება

1578 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი ერთ დღეში – ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა უარესდება

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების და დაღუპულთა დღიური მაჩვენებელი გაუარესებას განაგრძობს.  გასულ დღე-ღამეში ვირუსი 1578 პირს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 5,76%-ია. ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელმა 4,48%, 14 დღეში კი 4,19% შეადგინა. 

დაიღუპა 17 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი.

შედარებით მომატებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში აიცრა 1552 ადამიანი, ჯამში კი აცრილია 40095 პირი. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3644 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი – 694.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …