მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა »  17 აპრილს ჰემოფილიის მსოფლიო დღეა

 17 აპრილს ჰემოფილიის მსოფლიო დღეა

ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს საქართველოც უერთდება და ეხმიანება სხვადასხვა ღონისძიებით.

ჰემოფილია გენეტიკური დაავადებაა, დაავადების გენის მატარებლები არიან ქალები, მაგრამ ძირითადად ავადდებიან მამაკაცები. ის მემკვიდრეობით გადაეცემა მომდევნო თაობებს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი.

2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს @ჰემოფილია • Hemophilia საინფორმაციო კამპანია “ცხოვრება სისხლდენის გარეშე“, რომლის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პაციენტებისთვის პროფილაქტიკურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით აფინანსებს, მათ შორის არის ინოვაციური მედიკამენტი – კანქვეშა ინექცია, რომელიც ეფუძნება პროფილაქტიკური მკურნალობის მიდგომას და შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე, რაც  სრულიად ცვლის პაციენტების ცხოვრების წესს და აძლევს მათ შესაძლებლობას, აისრულონ ოცნებები და აკეთონ საყვარელი საქმეები შეზღუდვებისა და შიშის გარეშე.

 

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …