მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე – კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

ამირან გამყრელიძე – კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო.

მისივე თქმით, ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის თავი აარიდონ ნებისმიერი მიზნით დიდ თავყრილობას.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას, ასევე ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა, ერთი მხრივ, ისევ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი, მეორე მხრივ კი დაწესდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები. თუმცა, ამავე დროს პინაზე იდება ადამიანთა ჯანმრთელობა. ჩვენ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია, საკოორდინაციო საბჭოს მოუწევს ამის აწონ-დაწონვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აქედან გამოსავალი არის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვა. უნივერსალური ტარება პირბადის, რაც არის პირველი იარაღი, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური წესები და რაც მთავარია, დიდ ღონისძიებებზე თავის არიდება, აკრძალვა, განსაკუთრებით სუფრის, ქეიფის. კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული გვაქვს. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და სხვა რეგიონი. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონიძიების სათანადოდ დაცვა. ამას ემატება ინტენსიფიკაცია აცრების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

1tv.ge

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …