გუშინდელთან შედარებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და 687 შეადგინა. გუშინ ეს მონაცემი 897-ს აღწევდა. გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, გარდაიცვალა 8.ბოლო 24 საათში 27713 ტესტი ჩატარდა, შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელი 2,48%-ია, ბოლო 14 დღის პერიოდში ეს მონაცემი 1,98%-ს აღწევს, 7 დღის მონაკვეთში კი 2,42%-ია.
ამასთან, 1984-მდე გაიზარდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა.