კორონავირუსით დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 897 ახალი ფაქტი დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 196 პირი. ჩატარდა 24592 ტესტი, შესაბამისად დადებითობის მაჩვენებელმა დღიურად 3,65%, 7 დღის პერიოდში კი 2,32% შეადგინა.
სტაციონარში 1900-მდე პირია მოთავსებული.
გასულ დღე-ღამეში 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.