მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის მხოლოდ 0,2 %-ია აცრილი

საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის მხოლოდ 0,2 %-ია აცრილი

კოვიდ-ვაქცინაციის დაწყებიდან ამ დრომდე საქართველოში მოსახლეობის 0,2 %-ია აცრილი. კერძოდ, ამ მომენტისთვის აცრა 7832 პირია აცრილი, ბოლო დღე-ღამეში კი აცრა 1055 ადამიანმა გაიკეთა. უკვე მეორე დღეა, ეს მაჩვენებელი 1000-ზე მეტია.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია პირველ ეტაპზე მხოლოდ მედიკოსებს უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო იმუნიზაციის პროცესში 65 წელს გადაცილებული პირებიც ჩაერთვნენ, 5 აპრილიდან კი აცრის გაკეთების საშუალება 55 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებსაც მიეცემათ.

ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი გეგმის თანახმად, იმუნიზაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან, ყოველდღიურად ქვეყანაში 3 ათასი ადამიანი უნდა აცრილიყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსა იმუნიზაცია მოსახლეობის 1%-ზე მეტს უნდა ჰქონოდა ჩატარებული. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში იმუნური ფენის ჩამოყალიბებისა და რეგულაციების სრულად მოხსნისთვის მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. ამ მაჩვენებლის მიღწევა, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, წლის ბოლოსთვის იგეგმება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …