მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა – ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 25 მედიკოსი აიცრა

ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა – ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 25 მედიკოსი აიცრა

ბოლო 24 სააათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 2, 75%-ს შეადგენს. გუშინ ეს მაჩვენებელი 2,2 პროცენტი იყო, 20 მარტს 1,8%, 19 მარტს კი 1,5%. აღნიშნული, ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, მცირდება ვაქცინაციის მასშტაბები – ერთ დღეში მხოლოდ 25 მედიკოსი აიცრა. ჯამში კი იმ პირთა რაოდენობამ, ვინც აცრები  გაიკეთეს, 3843 შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

 

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექიმს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედიკოსი მეორე დღეს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ სპეციალისტები ვაქცინაციის მასშტაბების შემცირებას პროგნოზირებენ, თუმცა ამავე დროს აცხადებენ, რომ იმუნიზაციის გარეშე ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება და ამიტომაც აცრების გაგრძელება ქვეყანაში აუცილებელია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …