მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოს პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

თუ გვინდა, რომ  გამოვდეთ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან, რაც მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას მოყვება, აუცილებელია გამოვიყენოთ ეს საშუალება, რომელიც მოგვეცა და მოგევცემა, რომ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც შვედურ-ბრიტანული „ასტრაზენეკას“ ვაქცინით რამდენიმე წუთის წინ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს აცრა მან ურიგოდ გაიკეთა, რადგან პრეზიდენტს ჯერ არ ეკუთვნის ვაქცინაცია და ამ ეტაპზე ექიმების, ექთნების და მედპერსონალის რიგია, რომელმაც, პრეზიდენტის თქმით, ეს თვეები მძიმედ და მათი აცრა საჭიროა, რათა გადამდებნი არ იყვნენ და იყვნენ დაცულები, რადგან მათზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

„მერე დაიწყება შემდეგი ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, რომ  გამოვიდეთ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან, რაც მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას მოყვება, აუცილებელია, ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ, რომ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ და სხვა გამოწვევასაც გადავლახავთ,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აცრის შემდეგ პრეზიდენტი დაინტერესდა, რამდენადაც დღეს მისი დაბადების დღეა, შეუძლია თუ არა მცირე დოზით ალკოჰოლის მიღება, რაზეც ექიმებმა უპასუხეს, რომ ვაცქინაციის შემდეგ ეს აკრძალულია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …