მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათია
ჯანდაცვის სისტემის რეფორმა სოციალურად დაუცველთათვის იყო ძალიან დიდი შეღავათი და ბევრმაც ისარგებლა. ეს რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახა.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათია

ჯანდაცვის სამინისტრო პარალელურ რეჟიმში რამდენიმე რეფორმას ახორციელებს. ამასთანავე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ახალ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამ რეფორმამ დაავადების პრევენციას, ადრეულ სტადიაზე გამოვლენას და მეორე და მესამე რგოლში პაციენტების რაოდენობის შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. 

ჯანდაცვის სისტემის მუშაობის თაობაზე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა.

„ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ძალიან ბევრია სოციალურად დაუცველი, ბევრია სიღარიბის ზღვარზე და ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ საშუალება მისცა ადამიანებს, რომელთაც წლობით არ ჰქონდათ შესაძლებლობა ექიმთან წასულიყვნენ, მიეღოთ სამედიცინო მომსახურება.

რასაკვირველია, მათთვის ეს იყო ძალიან დიდი შეღავათი და შესაბამისად, ბევრმა ისარგებლა. ეს რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახა.მე არ ვარ ჯანდავის ექსპერტი, მაგრამ დაგეგმილი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ვისურვებდი ჯანდაცვის ხარისხი ამაღლდეს ქვეყანაში.

გარდა იმისა, რომ ადამიანებმა მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის დონე ამაღლდეს და ორიენტირებული იყოს ხარისხზე. გამოიყოს ის მიმართულებები, რომლებშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მოწინავეები. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ სხვა ქვეყნებში წასვლა სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად“, –ამბობს მაია ფანჯიკიძე.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …