მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დიდი შვებაა მოსახლეობისთვის
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, ალეკო გეჯაძეს ვესაუბრეთ.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დიდი შვებაა მოსახლეობისთვის

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, ალეკო გეჯაძეს ვესაუბრეთ. C ჰეპატიტის ელიმინაციისა  და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ახალ მიმართულებად ჯანდაცვის პირველადი რგოლი გამოაცხადა. 

ექსპერტის აზრით, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რომ ფარავს საყოველთაო ჯანდაცის პროგრამა, ეს ძალიან დიდი შეღავათია მოსახლეობისთვის. „რაც შეეხება სტომატოლოგიასა და კოსმეტოლოგიას, ბუნებრივია, რომ ამას საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს და არც უნდა ფარავდეს.

პირადად მე, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ადამიანი, მშვიდად ვარ. მაგალითად, თუ მოულოდნელად რაიმე სახის მოტეხილობა მივიღე ან ავარიაში მივყევი, მშვიდად ვიქნები, რომ დაზღვევა ყველანაირ ხარჯს დამიფარავს. ოპერაციამდეც მომხედავენ კლინიკაში და ოპერაციის შემდეგაც.

სამინისტროს მიერ გამოცხადებული ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაც თუ წარმატებით განვითარდება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და სისტემას შეკრავს“, – მიაჩნია გეჯაძეს

„უმადური არ უნდა იყო ადამიანი, სახელმწიფოსგან ყველაფერს არ უნდა ელოდე, ცოტა ხელი ყველამ უნდა გავანძრიოთ. მაგალითად, ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო დროს ავრცელებენ ხმებს, რომ შეიძლება ამ პროგრამებმა კრახი განიცადოს და რამდენიმე წელში სახელმწიფომ ვეღარ შეძლოს ამხელა თანხის გამოყოფა.

თუ ამის შესახებ იცის  უმცირესობამ, რა თქმა უნდა, პროექტის იდეის ავტორებს უკეთ ეცოდინებათ. ფაქტია, რომ ათასობით ადამიანისთვის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დიდი შვებაა და მე სიკეთის მკეთებლების უფრო მჯერა, ვიდრე პესიმისტების“– განაცხადა ალეკო გეჯაძემ.

for.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …