მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რომან გოცირიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა. წყალში გადაიყარა ასეულობით მილიონი ფული და დაიკარგა მრავალი წელი",

რომან გოცირიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა. წყალში გადაიყარა ასეულობით მილიონი ფული და დაიკარგა მრავალი წელი”,

– ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“მთავრობა ახალი მოდელის ძიებაშია, რასაც მოჰყვება გაურკვევლობისა და გარდამავლობის პერიოდი, რომელიც მძიმედ დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ნორმალურ ქვეყანაში მთავრობაც გადამდგარი იქნებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პასუხისმგებელი პირი კინწისკვრით გამოგდებული კაბინეტებიდან”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება.  

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …