მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება
1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.

ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.

სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც:

  •  წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა
  •  პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ.

პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედდა. სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწონებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია (კლინიკებს მინიჭებული აქვს შესაბამისი დონეები).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება. ცვლილება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლებსა და დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრებს გააცნო.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …