მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსებაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც აიპრესი უცვლელად გთავაზობთ.

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსებაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც აიპრესი უცვლელად გთავაზობთ:

“გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშულებას.

გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინა ფინანსები.

ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება.

ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი – პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”,-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …