პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბუჯეტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ. ცვლილებები ჯანდაცვის სფეროს 40 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
თანხა საყოველთაო დაზღვევას მოხმარდება. ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერს.
„ჩვენ ვთვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩვენ პენსიონერებს ძალიან ეხმარება. ასეთი პროგრამა რომ არ იყოს და თუნდაც 300 ლარამდე, რომ იყოს გაზრდილი პენსია, ეს მაინც არ ეყოფოდათ, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირია მედიკამენტები და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით დავაბალანსოთ პენსიის სიმცირე. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაინიშნება რიგგარეშე სესია, შეიძლება ორდღიანი იყოს ან სამდღიანი, მოგვიწევს კიდევ ერთხელ ქუთაისში წასვლა, გამოვა ეს საკითხი და უკვე დაწვრილებით განვიხილავთ“,-განაცხადა ხუციშვილმა.