„საამქროები, მაგას რეანიმაციები არ ჰქვია, უნდა ჩაიხსნას სისტემიდან”, – ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომერე აკაკი ზოიძემ „პალიტრანისუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” კითხვას, რომლის მიხედვით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40-მდე კლინიკა გაიხსნა, სადაც რეანიმაციული განყოფილებები არსებობს, რომელშიც სწორედ საყოველთაო დაზღვევის პირობებში პაციენტის მოთავსება ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი იყო კლინიკებისთვის.
„გეთანხმებით. მიხვალთ იმ განყოფილებაში, გაფორმებული ექნებათ ყველაფერი გადასარევად, ისტორიაც შესანიშნავად იქნება გაფორმებული, ვერაფერს ვერ დააზუსტებთ. სწორედ იმიტომ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს საამქროები, მაგას რეანიმაციები არ ჰქვია, უნდა ჩაიხსნას მთლიანად სისტემიდან, მაგათ რეანიმაციები არ ჰქვიათ. პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ყველაზე ოდიოზურ კლინიკებს და საამქროებს ჩახსნიან”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.