მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – მოქალაქეთა ნაწილი სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება,რომლის მიხედვით ნახევარი მილიონი მოქალაქე სავარაუდოდ სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება.

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – მოქალაქეთა ნაწილი სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება, საქმე ხარჯების ოპტიმიზაციას ეხება, რომლის მიხედვით ნახევარი მილიონი მოქალაქე სავარაუდოდ სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება. ცვლილება შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს შეეხება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით უნდა მოხდეს საყოველთაო დაზღვევით და კერძო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეებს შორის:

„რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს. საყოველთაოში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს საყოველთაო დაზღვევას და კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს უკვე ამ კომპანიების მხრიდან. როდესაც ისინი პაკეტს იძენენ, იქ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გადაუდებელი შემთხვევა უნდა გაუშვან საყოველთაოში და დანარჩენს დააფინანსებენ. ეს გამიჯვნა აუცილებლად მოხდება,“ – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით საყოველთაო დაზღვევა კატეგორიებად დაიყოფა და ის შეძლებულ ფენას არ შეეხება.

„მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეულზე მეტი შემოსავლები, ექნებათ მხოლოდ კერძო დაზღვევა. გარკვეული ფენის მოქალაქეებს, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებული, მათ დასჭირდებათ მაინც შემავსებელი კერძო დაზღვევა. ექნებათ შედარებით შემცირებული საყოველთაო დაზღვევის პაკეტი და იმავდროულად, გაფართოებული სადაზღვევო პაკეტი ექნებათ მედიკამენტებით ჩვენს ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ

newposts.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …