ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, პანიკა აქტუალურია.
დიმიტრი ხუნდაძემ დღეს პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, მოხდეს ამ ყველაზე დიდი პოზიტივის ნეგატივში გადაყვანა.
“მღვრიე წყალში თევზის დაჭერის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა არის რეალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რამაც მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. ელემენტარულად, ქუჩაში ადამიანი აღარ იღუპება”,-განაცხად დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ბოლო დროს, ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა გაუქმდეს.