მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გიორგი კვირიკაშვილი – მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი
მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ საკუთარ ჯანდაცვას და მე მაქვს დღეს კერძო ჯანდაცვის პაკეტი, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით.

გიორგი კვირიკაშვილი – მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი

მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, მე კერძო ჯანდაცვის პაკეტი მაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირება.

პრემიერის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ საკუთარი სახლი და ქონება დააგირაონ, რათა გაიკეთონ მათთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია ან იმკურნალონ. თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არსებული სისტემა იდეალურია.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს დღეს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის გახდეს უფრო მეტად საჭიროებებზე ორიენტირებული და რესურსების უფრო მეტად გადანაწილება მოხდეს ისე, რომ დახმარება უფრო მეტად მათ მიიღონ, ვისაც უფრო მეტად სჭირდება.

”იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობები, რომ საკუთარი ჯანდაცვა თავადვე დააფინანსონ, შედარებით მოკრძალებული პაკეტით უნდა ისარგებლონ. ასეთი მოდიფიკაციები დაწყებულია და ეს გადაჭრის იმ პრობლემას, რაც ითქვა. მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო და იმ ადამიანებისთვის უფრო მეტად, ვისაც საჭიროება გააჩნია. ამას ემატება კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. ამან მნიშვნელოვანწილად მოიტანა შედეგი, როცა მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ასეც გაგრძელდება”,

– აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმოების მშენებლობა იგეგმება.

”არ ვამბობ, რომ ამ პროექტმა არ გაამართლა, ეს არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა. ნებისმიერ პროექტს სჭირდება კორექტირება დროთა განმავლობაში და ასეთი კორექტირებები სჭირდება ამ პროექტსაც, იმისათვის, რომ თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული. რაც ნიშნავს, რომ მათ, ვისაც მეტი საჭიროება აქვს, მიიღონ მეტი და თავად მოქალაქეებს, როლებსაც აქვთ საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მეტი შესაძლებლობა, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი.

მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ საკუთარ ჯანდაცვას და მე მაქვს დღეს კერძო ჯანდაცვის პაკეტი, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით.

ადამიანებს, ვისაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი, რომ საკუთარი ჯანდაცვა თავად უზრუნველყონ, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა. ეს არის სწორი, ჩემი აზრით, და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს მეტად ეფექტური პაკეტი შევთავაზოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

interpressnews

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …