მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 950 ლარი თერაპიული განყოფილებისთვის და 4500 ლარი რეანიმაციისთვის – კოვიდის ტარიფები ცნობილია

950 ლარი თერაპიული განყოფილებისთვის და 4500 ლარი რეანიმაციისთვის – კოვიდის ტარიფები ცნობილია

ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდის მართვის ტარიფები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს სახელმწიფო ქირაობდა საწოლფონდს და იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის დაკავებული, თანხას მაინც იხდიდა. შესული პაციენტის მკურნალობა კი ფაქტოვრივი ხარჯის მიხედვით ანაზღაურდებოდა. მარტიდან კი კლინიკები ანაზღაურებას მხოლოდ პაციენტზე გაწეული ფაქტიური ხარჯის მიხედვით იღებენ.

რაც შეეხება კონკრეტულ ტარიფებს, მთავრობის დადგენილებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის მკურნალობაზე სახელმწიფო ჯამში  950 ლარს გადაიხდის, ხოლო თუ პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − მკურნალობა 4500 ლარით ანაზღაურდება. ტარიფი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/ სამეურნეო ხარჯებს.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …