ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურების 8 767 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის განმავლობაში მორიგი დღიური რეკორდია. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 15,55%, ბოლო 14 დღის – 11,39%, ბოლო 7 დღის – 12,76%.
გარდაიცვალა 49 ადამიანი.
დღიურად 7 059 მოქალაქე აიცრა.
ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არ იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც ამ ეტაოზე 4 342 ინფიცირებული მკურნალობს.
კლინიკურ სასტუმროებში 1 895 ადამიანია მოთავსებული.