ინფიცრების დღიური მაჩვენებლის მორიგი რეკორდი – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 8 728 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 43 პაციენტი.
მაღალია დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 13,72%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო 7 დღის – 10,93%.
ბოლო 24 საათში ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი – 63 605 ტესტი დაფიქსირდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 350, PCR ტესტით – 30 255.
დღიურად 9 340 ადამიანი აიცრა. კლინიკებში 4 386 ადამიანი იმყოფება. გუშინ ეს მონაცემი 4,465 იყო.