საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ს 81 ადამიანი ემსხვერპლა, რაც, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ლეტალობის მაქსიმალური დღიური მაჩვენებელია. რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევებს, 24 საათში კორონავირუსი 3212 ადამიანს დაუდასტურდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 7,94%, ბოლო 14 დღის – 9,85%, ბოლო 7 დღის – 9,13%.
დღიურად აცრილია –23 916 ადამიანი, სულ ქვეყანაში 1 235 386 აცრაა ჩატარებული.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7 343 ინფიცირებული იმყოფება.