კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა დღეს მორიგი ანტირეკორდი დაამყარა – გასულ დღე-ღამეში ინფექციას 79 ადამიანი ემსხვერპლა. დღემდე დღიურად დაღუპულთა მაქსიმალური მაჩვენებელი 74 იყო.
ამასთან, შემცირებულია ინფიცირების მაჩვენებელი და მან 4128 შეადგინა.
დედაქალაქში სიტუაციის დასტაბილურება შეინიშნება – თბილისში დაინფიცირდა 1540 ადამიანი, გუშინ იყო 2030 შემთხვევა. აჭარაში, სადაც წინა დღეს 599 ინფიცირებული გამოვლინდა, უახლესი სტატისტიკით, 494 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები შემცირდა იმერეთში, სადაც წინა დღის 598 შემთხვევის შემდეგ 462 ადამიანი დაინფიცირდა.
რაც შეეხება აცრებს – ერთ დღეში 26700 აცრა ჩატარდა.