გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 777 შემთხვევა დაფვიქსირდა (გუშინ ეს მაჩვენებელი 761 იყო), გამოჯანმრთელდა 342, ხოლო გარდაიცვალა 9 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,09%, ბოლო 7 დღის – 2,47%. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში – 91, აჭარაში – 62.
ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 29, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.
თვითიზოლაციაში 11 879 ადამიანი იმყოფება.