ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ით 74 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში 5 სექტემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
დადატურდა 2 191 შემთხვევა, შედეგად,დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო 7 დღის – 10,41%.
აცრების მაჩვენებელი რეკორდულად დაეცა – ერთ დღეში ვაქცინაცია მხოლოდ 1 204-მა ადამიანმა ჩაიტარა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 916 პაციენტია.