გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 662 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 2020 წლის 7 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.
24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 7,14%, ბოლო 7 დღის – 6,91%.
დღიურად აცრილია 7 720 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 445 კოვიდინფიცირებული იმყოფება.